რაინიე ვან ლანშოტი – ქართველი ხალხი ხედავს, რომ მისი მომავალი ევროკავშირზე გადის

საკუთარი მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და საკმაოდ ნათელია, ქართველი ხალხი ხედავს, რომ მისი მომავალი ევროკავშირზე გადის, – ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანი არის ქართველო ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.
„სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ ვაჩვენოთ სოლიდარობა მათ მიმართ და მათი უნარის მიმართ თავად აირჩიონ, სად არის მათი მომავალი“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას