რა ეღირება ლარი ხვალ?

12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 1.89 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8512 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.04 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9946 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 დეკემბერს ამოქმედდება.