მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მისი გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურა დაასახელა. იტალიელმა ასეთად ურუგვაელი ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე მიიჩნია.
“ჩვენ არ შეგვიძლია ფედე ვალვერდეს როტაცია, ის ჩვენთვის მთავარი მოთამაშეა. მხოლოდ მაშინ ვფიქრობ ფეხბურთელების დასვენებაზე, როდესაც ტრავმირებულები არ გვყავს და ახლა სამწუხაროდ ლაზარეთში ძალიან ბევრი მოთამაშეა”, – ციტირებს ანჩელოტის ფაბრიციო რომანო.
ინფორმაციისთვის, 26 წლის ვალვერდემ მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის “რეალს” 2016 წელს “პენიაროლიდან” 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.