ათამდე გაიზარდა ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

უკრაინელმა მაშველებმა კიდევ ერთი დაღუპულის, ქალის ცხედარი იპოვეს ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთი კერძო კლინიკის ნანგრევებში. ამის შესახებ დღეს, 12 დეკემბერს დილით, ტელეგრამით იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი.
11 დეკემბრის ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო ცხრა ადამიანის სიკვდილი.
ფიოდოროვის ინფორმაციით, ნანგრევებში რჩება ერთი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამედიცინო დაწესებულების შენობა რუსულმა რაკეტამ 10 დეკემბერს დაანგრია. დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც. დაშავდა 22 ადამიანი.
ს თავდაცვის სამინისტროს, რომლის მტკიცებით, ში მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებს უტევს, ზაპოროჟიეს კლინიკაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.