სერგეი ლაგოდინსკი სალომე ზურაბიშვილს – გმადლობთ, თქვენი მუშაობისა და გამბედაობისთვის – ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ

გმადლობთ, სალომე ზურაბიშვილო თქვენი მუშაობისა და გამბედაობისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და თქვენი მამაცი ხალხის გვერდით!- ამის შესახებ თბილისში მყოფი გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სასიამოვნოა თბილისში თქვენთან და ყველა ქართველთან ყოფნა“, – აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, საქართველოში შვიდი ევროპარლამენტარი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.