ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი – უკრაინას უნგრეთისთვის რაიმე ქმედების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია – უნგრეთს მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გავუფრთხილებივართ

უკრაინას უნგრეთისთვის რაიმე ქმედებისთვის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია, უნგრეთს ის მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გაუფრთხილებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა.
„ჯერ ერთი, როგორც ყოველთვის, უნგრულ მხარეს უკრაინასთან არაფერი განუხილავს. მეორე, როგორც ყოველთვის, უნგრულ მხარეს მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გაუფრთხილებია, მესამე, როგორც ყოველთვის, უკრაინას უნგრეთისთვის არაფრის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია“, – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
ამასთან, მისი თქმით, ყოველთვის ყოველდღიურად მუშაობს ტყვეების გასათავისუფლებლად.
„მივისწრაფვით სრული მშვიდობისაკენ და ყველაფერს ვაკეთებთ პარტნიორებთან კოორდინაციით ამის მისაღწევად. საჭიროა არა პიარი, არამედ სამართლიანი მშვიდობა და არა საუბარი, არამედ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები“, – აღნიშნა დიმიტრი ლიტვინმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ განაცხადა, რომ უნგრეთმა უკრაინას საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა და სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა შესთავაზა, თუმცა, უნგრეთის პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიირ ზელენსკიმ ეს იდეა უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”