გროზნოზე დრონით შეტევა იყო, კადიროვი ოთხი „მებრძოლის“ დაჭრას ადასტურებს

რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოზე შეტევა იყო, სულ მცირე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატით. ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო მამამისის სახელობის სპეციალური პოლკი.
კადიროვის ტელეგრამ-არხზე დღეს, 12 დეკემბერს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ს გმირის, ახმად კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის” ყაზარმების თავზე უკრაინული დრონი „ჩამოაგდეს“, რის შედეგადაც „მსუბუქად დაიჭრა ყარაულის ოთხი მებრძოლი“.
კადიროვის თანახმად, დაზიანებულია ყაზარმის შენობის სახურავი და ჩამსხვრეულია ფანჯრები, დრონის ნამსხვრევებით გამოწვეული ხანძარი კი მალე ჩააქრეს. ჩეჩნეთის მმართველის მიერ აღწერილი შედეგები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
კადიროვი ს დაემუქრა, რომ მხოლოდ ამ ოთხი დაჭრილის გამო ოთხას „უკრნატოელს“ გაანადგურებენ.
უკრაინას გროზნოზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
დღემდე კადიროვმა ორჯერ აღიარა ჩეჩნეთზე დრონებით შეტევის ფაქტი.
29 ოქტომბერს მან უკრაინა დაადანაშაულა ქალაქ გუდერმესში მდებარე, პუტინის სახელობის „სპეცდანიშნულების უნივერსიტეტზე“ უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმაში.
4 დეკემბერს კადიროვმა განაცხადა, რომ გროზნოს ცენტრზე დრონით დარტყმის შედეგად „დაინგრა ავტოგასამართი სადგური, პოლიციის პოლკის სახურავი და დაშავდნენ მშვიდობიანი ადამიანები“.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს

ალექსანდრე თვალჭრელიძე – გზის ბოლოს ჩიხია… ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად