აცხადებს, რომ ტაგანროგის სამხედრო აეროდრომს უკრაინის არმიამ ATACMS-ის რაკეტებით შეუტია

რუსეთის სამხედრო უწყებამ 11 დეკემბერს დაადასტურა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინის მიერ განხორციელებული იერიში და დააზუსტა, რომ უკრაინამ სამხედრო აეროდრომს ესროლა ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი.
მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ ATACMS-ის ორი რაკეტა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “პანცირის” საბრძოლო გათვლამ ჩამოაგდო, დანარჩენი 4 – რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.
რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, რაკეტების ფრაგმენტების დაცემის შედეგად, დაზარალდა აეროდრომის პერსონალი და დაზიანდა რამდენიმე შენობა, სამხედრო და სამოქალაქო ავტოტრანსპორტი. “ეს იერიში უპასუხოდ არ დარჩება”, -აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე ტაგანროგი როსტოვის ოლქის სამრეწველო ცენტრია, სადაც განთავსებულია საავტომობილო, მეტალურგიული, ავიამშენებელი და ელექტროთერმული მოწყობილობების მწარმოებელი ქარხნები.
უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვთ გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა