-ის საელჩო: ვგმობთ „ოცნების“ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ საელჩო განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ გმობს მმართველი პარტიის ძალადობას მედიასა და მოქალაქეებზე.
„მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე. მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ძალადობისა და რეპრესიის შიშის გარეშე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან