მოსამართლე ყოლბაიამ პროფესორი და 4 სტუდენტი პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი პატიმრობაში გაუშვა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი, 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა 5-ვე მათგანს ჯგუფურ ძალადობას ედავება.
პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. დაკავებამდე მას უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის თეა ცაგურიას ქმარი დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა. მუქარის ამსახველი შეტყობინების სქრინი სტუდენტებმა გაასაჯაროვეს. ახალგაზრდების თქმით, ცაგურიას ქმარი ირაკლი დევაძე, თანამდებობის პირია. დაკავებულებს ბრალდება დღეს წარედგინათ.
სტუდენტებმა და ლექტორებმა მოსამართლის სახელზე მიმართვაც გააკეთეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები