ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის და ოთხი სტუდენტის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.
სხდომათა დარბაზში ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
თავის მხრივ, დაკავებულთა ადვოკატი დავით ჯაფარიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება გეგმავს.
მისი თქმით, მოსამართლე ლევან ყოლბაიას აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.
დავით ჯაფარიძის მტკიცებით, ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილება “მოსამართლეთა კლანმა” უკარნახა.
“გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიას არ მიუღია, მას მოსამართლეთა კლანმა ჩასძახა და ის გამოიტანა, არ არსებობდა არანაირი დაპატიმრების საფუძველი”,- აღნიშნა ადვოკატმა
თავის მხრივ, პროკურორი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია დააკმაყოფილა.
“საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს დაზარალებულისა და ბრალდებულების ქმედება. დაზარალებულები ყოველგვარი ძალადობის გარეშე მიდიან აღნიშნულ სასწავლებელში, სადაც ბრალდებულები თავდასხმაზე გადადიან, აღნიშნული კადრებში წუთებისა და წამების მიხედვით ნათლად ჩანს, რომელი ბრალდებული რა ქმედებას ჩადის. დაცვის მხარე პროვოკაციის მსხვერპლია”,- აცხადებს პროკურორი პაატა ცეცხლაძე.