ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში “ლაიფციგმა” “ასტონ ვილას” უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
მატჩის ერთ-ერთი გვერდითი არბიტრი 49 წლის იტალიელი ალესანდრო ჯალატინი გახლდათ, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და მას გერმანული გუნდის მწვრთნელი მარკო როზე აწყნარებდა.
საქმე იმაშია, რომ ჯალატინიმ კარიერაში ბოლო მატჩი განსაჯა. მისი კარიერის მთავარი მიღწევა კი უდავოდ 2020 წელს იყო, როდესაც “ბაიერნსა” და პსჟ-ის შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოემსახურა.