“საბურთალოს” ყოფილი მწვრთნელი ომარ თეთრაძე რუსეთის FNL-ის (რანგით მე-2 ლიგა) ბინადარ “უფას” სპორტულ დირექტორად დანიშნეს.
კლუბის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეთრაძის პროფესიონალიზმში დარწმუნებულნი არიან და გუნდის გაძლიერებაში მისი წვლილის შეტანის ეიმედებათ.
“უფას” ამჟამად კარგი ხანობა ნამდვილად არ უდგას და მე-2 ლიგიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება. 20 ქულა აქვს, მე-15 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.