მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ლეონიძის ქ. N11ა-ში არსებული სკვერის, ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნის, მიღწეული შეთანხმების შედეგად კი, იგი მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.
„წლების განმავლობაში, ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის მიუხედავად, სკვერი სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა. მივაღწიეთ შეთანხმებას და აღნიშნული ტერიტორია გადმოეცემა მუნიციპალიტეტს, სკვერს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ ტერიტორიის დაბრუნება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და როგორც გითხარით, პროცესი უკვე დაწყებულია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სკვერი სრულად განახლდება და მოწესრიგდება, მომავალ წელს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან