„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის სამუშაოებს ატარებს

ხვალ, 12 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, გარკვეულ უბნებში, წყალმომარაგება 24 საათით შეიზღუდება.
კომპანიის ცნობით, მიმდინარე ეტაპზე ახლად მოწყობილი წყალმომარაგების ქსელის ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე დაერთდება.
„სამუშაოები პარალელურად 3 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 12 დეკემბერს დილის 09:00 საათიდან 13 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში – ვარკეთილის IV მიკრორაიონის მე-2 რიგს, ხომლელის N2 და N11, წულუკიძის ქუჩას და I-II შესახვევებს, III შესახვევის N1,2,3,4,5, IV შესახვევის N8-და N10, ზანდუკელის ქუჩა N22- 34; N21- 51, ჯავახეთის ქუჩა N66 -152, ჯავახეთის I, II, III შესახვევს, მე-8 ლეგიონის დასახლებას, აეროდრომის დასახლების მე-4 ქუჩას, სამგორის დასახლებას, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონს, კახეთის გზატკეცილის N 17-23, 10, 34, 36 და 38, შუამთის ქუჩა N10, ონაშვილის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, იოზეფ მანდელშტამის, ზაქარია მხარგრძელის და 17 შინდისელის ქუჩებს, აეროდრომის დასახლების – II, III, IV, V, VIII, X ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად