ეს რა იყო! – ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით გამართულ NBA-ის თასის მეოთხედფინალში “ორლანდო” “მილოუკისთან” 109:114 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
“მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ, ქართველმა ცენტრმა მოედანზე თითქმის 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის საუკეთესო მოთამაშეს, ამავდროულად კი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ათლეტურ კალათბურთელს იანის ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ ულამაზესი ჩატენვა შეასრულა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე თავად ბერძენი გახდა, იანისმა 36 წუთში 3
7 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება დააგროვა.
“ორლანდო” 17 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 20 დეკემბერს, “ოკლაჰომა სითი თანდერის” წინააღდეგ გამართავს.
“მილუოკი” 13 გამარჯვებითა და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. NBA-ის თასზე “ირმების” მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.