“გაემზადეთ, უნდა დაგხოცოთო, – ასე მოგვილოცა მანიაკმა ივანიშვილმა” – მეზვრიშვილი

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, სუსის განცხადებას ეხმაურება და წერს:
ასე მოგვილოცა მანიაკმა ივანიშვილმა სუსის პირით ადამიანის უფლებების დღე – გაემზადეთ, უნდა დაგხოცოთო, დახოცვის პროცესი მობილურით გადაიღეთ და ჩვენ გამოგვიგზავნეთო (რომლებიც 10 დღეა არ გავნძრეულვართ და თქვენს წამებას ვუყურებთო). სხვა არაფერი ჰქვია ამ განცხადებას. თუ „დესტრუქციული ძალები“ გვკლავენ და სუსი უყურებს, ეგეც სუსის მიერ უმოქმედობით მკვლელობაა.
მოქალაქეებს მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, ესენი ყველაფრის მკადრებლები არიან. პროტესტი უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად, მშვიდობიანად და მშვიდობიანად. არაფორმალურ დაჯგუფებებს არაფორმალური დაჯგუფებები არ უნდა დაუპირისპირდეს. ამ ქვეყანამ ეს გამოიარა და აღარასოდეს უნდა დავუშვათ! ამ ნიღბიან, მწამებელ, ზონდერ დაჯგუფებასთან, რომელსაც „ოცნება“ ჰქვია მორალური უპირატესობა არ უნდა დავკარგოთ.