2025 წელს 10%-ით იზრდება მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 85 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 577 მილიონი ლარით აღემატება.
მისივე თქმით, გამოყოფილი თანხები ძირითადად, მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 მილიარდ 903 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, 75,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე, გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა; პროფესიული განათლება – 149 მილიონი ლარი; უმაღლესი განათლება – 171 მილიონ ლარზე მეტი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 86 მილიონ ლარზე მეტი; ინკლუზიური განათლება – 82 მილიონ ლარზე მეტი; ინფრასტრუქტურის განვითარება – 538 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 467 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, ამავე მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 141 მილიონი ლარი და ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა 600 მილიონ ლარს აჭარბებს;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 66 მილიონი ლარი; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 30,0 მილიონი ლარი; ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 14 მილიონ ლარამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა