მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში ვიზიტით იმყოფება. როგორც  უნგრეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა განაცხადა, ბოჭორიშვილი ქვეყანაში უნგრული მხარის მიწვევით ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმე მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან, რის შემდეგაც მხარეები პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე ბოჭორიშვილი შეხვდება უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრს.

„უნგრული მხარის მოწვევით, ევროკავშირის პრეზიდენტობის ფარგლებში იმართება ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრს შეხვედრები ექნება საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ევროპულ საქმეთა მინისტრთან, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს უცვლელი ევროატლანტიკური კურსი. მოგეხსენებათ, უნგრული მხარე ყოველთვის არის საქართველოს მომხრე, ასევე არის მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. მოლოდინია, რომ უნგრეთი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს  საქართველოს მიმართ მხარდაჭერას. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის გზავნილები, რომლებიც ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის უცვლელი კურსი, რომელსაც საქართველო ადგას“, – განაცხადა თამარ ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება და არა არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება – ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?