მამუკა მდინარაძე – ცხოვრება გრძელდება, საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის ელჩიც ჩამოართმევს ხელს და ითანამშრომლებს – დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის, რაც შეუძლია

ცხოვრება გრძელდება, [საგარეო საქმეთა მინისტრს] ევროკავშირის ელჩიც ჩამოართმევს ხელს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება – დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის, რაც კი შეუძლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის ელჩის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, პაველ ჰერჩინსკი „პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ რაღაც მითითებები როცა მოდის, იმას ახმოვანებს“.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არა ჰერჩინსკიმ, არამედ „ერმა და ბერმა“ მისცა.
„მინდა დავამშვიდო ჟიგიმანტასიდან დაწყებული აქაური აგენტურა და იქაური დავალებების მიმცემები, რომ ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუცია, ლეგიტიმაცია მისცა ერმა და ბერმა, როგორც იტყვიან. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნებას“ მიანიჭა. ჰერჩინსკის ლეგიტიმაცია აქ არ არის მთავარი. [საგარეო საქმეთა მინისტრს] ჰერჩინსკიც შეხვდება, სხვა ელჩებიც შეხვდებიან და გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში, ამიტომ დაანებონ იმ კაცს თავი. ხომ ხედავენ, გუშინ გამოვიდა ეს კაცი და რაც შეეძლო თავიდან ბოლომდე მხარი დაუჭირა მათ და დღეს ახლა, იმიტომ, რომ ხელი ჩამოართვა საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს არც ლეგიტიმაციის საფუძველია და არც უმაგისობაზეა საუბარი. შესაბამისად, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი. ხალხია ხელისუფლების წყარო და არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი. მაგრამ ამის შემდეგ, გრძელდება ცხოვრება. ევროკავშირის ელჩიც ჩამოართმევს ხელს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება, დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის რაც კი შეუძლია. პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ რაღაც მითითებები როცა მოდის იმას ახმოვანებს და არსებული ბიუროკრატიის მითითებებში მათი მხარდაჭერა ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე. ლეგიტიმაციის საფუძველი, მისი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა კი არ არის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი „შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა, კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა – ასევე, გაათავისუფლა მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და ამ პოსტზე მიხეილ კიკნაძე დანიშნა

პეტრე ცისკარიშვილი – 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ – საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო

გიორგი გაბუნია – პრემიერისგან კულტურის მინისტრობაზე შეთავაზება არ მიმიღია, რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, მას უთქვამს, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამის მიღმა კითხვები არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილის მიერ გამოგორებული, მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო