მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავეს – ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების თაობაზეც

მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ნადარაია, რომელიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს.
როგორც პარტია “ახალის” პრესსამსახურის მირანდა ბაღათურიას მიერ გავრცელებულ ვიდეოში, თვითმხილველები აცხადებენ, მისი დაკავება კრიმინალური პოლიციიის მხრიდან “უსაფუძვლოდ მოხდა”. მანამდე მას “ზედაპირული ჩხრეკა” ჩაუტარეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.
ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებილების თაობაზეც, მათ შორის “სტამბას” მიმდებარედ კოსტავას ქუჩაზე, სულ მცირე 2 პირი დააკავეს.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე დგანან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომიტინგეების ინფორმაციით, მიმდინარეობს მოქალაქეების ჩხრეკა.