“მილანმა” შეიძლება ერნანდესი გაყიდოს

“მილანის” მარცხენა მცველის ტეო ერნანდესის მომავალი გაურკვეველი რჩება, – ამის შესახებ “გაძეტა დელო სპორტი” იტყობინება.
კლუბი ერნანდესთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ არასტაბილურ ფორმაშია, რაც ძირითად შემადგენლობაში მის ყოფნას ეჭვის ქვეშ აყენებს და ხელშეკრულებაც რომ გაუხანგრძლივონ, შეიძლება ზაფხულში მაინც ტრანსფერზე დააყენონ.
ამ სეზონში ტეომ 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.