ჟურნალისტებმა დაადგინეს სირიაში 2015 წლიდან დაღუპული 543 რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა

2015 წლიდან სირიაში ს მინიმუმ 543 სამხედრო მოსამსახურე, სპეცსამსახურების თანამშრომელი და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა. შეფასებას BBC ავრცელებს, დაღუპულები დაითვალეს ღია წყაროების საფუძველზე. მონაცემები არ არის სრული – ბევრი დანაკარგი არ მჟღავნდება.
დაღუპულებს შორის იყვნენ ელიტური სპეცდანიშნულების რაზმების, მათ შორის „ალფას“, სპეციალური ოპერაციების ძალების, გრუ-სა და საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების რაზმების ოფიცრები და რიგითები. ცნობილია, რომ დაიღუპა სულ მცირე 20 სამხედრო მფრინავი და შტურმანი. ცნობილი დანაკარგებიდან 346 „ვაგნერზე“ მოდის.
რუსეთმა ოფიციალურად აღიარა სირიაში 116 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო განცხადება 2019 წლის გაზაფხულზე გააკეთა. მას შემდეგ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
სირიაში ბრძოლებში რუსეთის სპეცრაზმელების დაღუპვის შესახებ რუსულმა წყაროებმა უკანასკნელად ნოემბრის ბოლოს განაცხადეს, როდესაც ანტისამთავრობო ძალების სწრაფი შეტევა დაიწყო მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პოზიციებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!