უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ავდეევკა რჩება

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და ს საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მისი ინფორმაციით, უკრაინელმა მეომრებმა ყველაზე მეტი, 49 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის მიმართულებით. უკრაინის გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე ისევ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა, თავდაცვის ძალები განაგრძობენ მის შეკავებას და თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ.
ამასთან, ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი გეოლოკაციურ კადრებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს ავდეევკიდან სამ კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ სტეპოვოსთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების 18 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკის და 13 – ამავე ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებებით. გენშტაბის თანახმად, 5 იერიშია მოგერიებული დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის რაიონში და 4 – ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით.
დღეს, გამთენიისას რუსეთის სამხედრო ძალებმა ზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო სამხრეთ რეგიონებზე, ხოლო რაკეტებით – კიევსა და ს ოლქზე.
საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული 18-ვე უპილოტო საფრენი აპარატი და 8-ვე ბალისტიკური რაკეტა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევები დარნიცკის და გოლოსივსკის რაიონებში ჩამოცვივდა. დაზიანებულია რამდენიმე სახლი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დარნიცკის რაიონში დაშავდა 4 ადამიანი.
დრონებით შეტევა იყო ნიკოლაევის, ოდესის და ხერსონის ოლქებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ნიკოლაევის ოლქში დააზიანა რამდენიმე სახლი და საწარმოს საწყობები.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!