რა საკითხებზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა და ევროკავშირის ელჩმა?

2024 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში ს შეხვდა – ინფორმაციას ავრცელებს სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო.
„შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები განიხილეს. ისაუბრეს ასევე, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.