რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ – არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ს განცხადებით, გასული დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – “ამაზრზენი და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელია“:
„ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ – არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან. მსგავსი ქმედებების მიმართ არანაირი ტოლერანტობა და დაუსჯელობა არ უნდა იყოს”

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი