ჰერჩინსკი: ვნახოთ, რა ზომებზე შეთანხმდებიან ორშაბათს წევრი სახელმწიფოები. […] ყველა ზომა განიხილება

ჩვენ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა. გაოგნებულები ვართ ძალადობით, ეს სრულად მიუღებელია. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ვისაც თავისი თავისთვის და თავიანთი ოჯახებისთვის უკეთესი მომავალი სურთ, ვისაც სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

წინა კვირას ბრიუსელში ვიყავი და შესაძლებლობა მქონდა, ევროკავშირის 27 ელჩთან მესაუბრა, ასევე შევხვდი ჩემს შემცვლელს, ევროკავშირის ინსტიტუტებში ხელმძღვანელობის ცვლილება იყო.

16 დეკემბერს, ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და საქართველოს განიხილავენ. შემდეგი კვირის ბოლოს საქართველო კვლავ იქნება განხილვის საგანი ევროკავშირის სახელმწიფოების და მთავრობების ხელმძღვანელების დონეზე.

რაც ახლა ხდება საქართველოში, ძალადობისა და სისასტიკის დონე, აბსოლუტურად მიუღებელია, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, ეს ყველა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალადობა, სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია. ვნახოთ, რა იქნება მოხდება კვირას.

ვფიქრობ, ევროკავშირის დედაქალაქებსა და ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში ჩვენმა უმრავლესობამ მიაღწია ეტაპს, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ. უმაღლესმა წარმომადგენელმა და ვიცეპრეზიდენტმა, კაია კალასმა თქვა, რომ ზომები იქნება მიღებული. ვნახოთ, რა ზომებზე შეთანხმდებიან ორშაბათს წევრი სახელმწიფოები. […]

ყველა ზომა განიხილება – თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა, კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა – ასევე, გაათავისუფლა მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და ამ პოსტზე მიხეილ კიკნაძე დანიშნა

პეტრე ცისკარიშვილი – 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ – საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო