დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ნაძვის ხის კარკასის “დაზიანებას” ედავებიან

პარლამენტის შენობის წინ მდგარი ნაძვის ხის კარკასის “დაზიანების” გამო ორი ბიჭი დააკავეს.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი ლაშა გოგებაშვილია, იაკობ გოგებაშვილის შვილთაშვილის შვილი. როგორც მისი ბიძაშვილი, ხათუნა გოგებაშვილი წერს, ლაშა აქციაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც გადაწყვიტა რომ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე დროშები დაემაგრებინა. მეგობართან ერთად დაამაგრა საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირისა და -ს დროშები.
სახლში მიმავალს, მანქანით გზა გადაუჭრეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში. სანამ არ გაიყვანეს ტერიტორიიდან, მის მეგობრებს მობილური ტელეფონები წაართვეს, რათა მათ ძალადობრივად დაკავების პროცესის გადაღება ვერ მოეხერხებინათ.
ნაძვის ხის კონსტრუქცია პარლამენტთან 8 დეკემბერს, გამთენიისას დადგეს. აქციის დროს მან პოლიციელების კორდონი იცავდა.
-ში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.
ამავე თემაზე:
· ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება – კალაძე

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!