– ასადის რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია – ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის

-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა არის სამართლიანობის აქტი, რომელიც სირიელებს ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს.
„ბოლოს და ბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა. ამ რეჟიმმა სასტიკად აწამა და მოკლა ასობით ათასი უდანაშაულო სირიელი. რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია. ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის, ააშენონ უკეთესი მომავალი თავიანთი ამაყი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას.
მისი თქმით, „ასევე არის რისკისა და გაურკვევლობის მომენტი“, რა იქნება შემდეგ.
„შეერთებული შტატები იმუშავებს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან სირიაში” – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა მას შემდეგ, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადის ოჯახი მოსკოვში ჩავიდა.
უფრო კონკრეტულად, -ის პრეზიდენტის თქმით, აშშ მხარს დაუჭერს სირიის მეზობლებს, მათ შორის იორდანიას, ლიბანს, ერაყსა და ისრაელს, თუ რაიმე საფრთხე წარმოიქმნება სირიისგან გარდამავალი პერიოდის განმავლობაში.
ამასთან, მისი განცხადებით, აშშ დაეხმარება სტაბილურობის უზრუნველყოფას, დაიცავს აშშ-სა და ნებისმიერ პერსნალს. ამასთან, ბაიდენის განცხადებით, მისია ISIS-ის წინააღმდეგ შენარჩუნდება.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, „ჩვენ ჩაერთვებით ყველა სირიულ ჯგუფთან მუშაობაში, მათ შორის იმ პროცესის ფარგლებში, რომელსაც გაერო ხელმძღვანელობს, რათა დამოუკიდებელ და სუვერენულ სირიაში ახალი კონსტიტუციით და ახალი მთავრობით გადასვლა“ მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…