“დღეს ყველა ქოცი, ნიღბიანი თუ უნიღბო, ტიტუშკაა” – გვარამია

ქართული კრიტიკული მედია დგას სამშობლოს და დემოკრატიის დაცვის პირველ ხაზზე და, ვაღიაროთ, ამ ბრძოლის ფლაგმანია.
გასაგები მიზეზების გამო არ მინახავს კადრები, მაგრამ მაკა ჩიხლაძეს და მისი ოპერატორის დარბევა უმძიმესი ყოფილა ქოცების პარამეტრებითაც კი! ჩემი მხარდაჭერა მაკას, გიორგი შეწირულს, მთელ ტვპირველს და სრულიად ქართულ კრიტიკულ მედიას! არავითარი ტიტუშკები არ არსებობენ, დღეს ყველა ქოცი, ნიღბიანი თუ უნიღბო, ტიტუშკაა და ჩვენს სამშობლოს უსწორდება – ხან ჟურნალისტის, ხან მომიტინგეს, ხან მსახიობის, ხან პოლიტიკოსის და ხან სხვა პატრიოტის მსხვერპლად შერჩევით. დღეს “ხელისუფლება” არის კოლექტიური ტიტუშკა და არალეგიტიმური ხუნტა. ძირს ტიტუშკოკრატია ! ძირს ნიღბიანი დიქტატურა! გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!
ჩვენ მივდივართ ევროპაში!

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი