გიორგი კვირიკაშვილი – ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და ანგარიშსწორება, მით უფრო იმ ველური ფორმით, რაც ვიხილეთ, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.
მისივე თქმით, თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება „სრულიად სხვაგვარი ქვეყანა იქნება“.
„ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და ანგარიშსწორება, მით უფრო იმ ველური ფორმით, რაც ვიხილეთ, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება; და სულ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, არც აგრესიის ობიექტი ჟურნალისტების დამოუკიდებლობის ხარისხს და არც ამა თუ იმ პოლიტიკოსის დამოკიდებულებას დაზიანებული ჟურნალისტების მიმართ.
თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ!“, – წერს კვირიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა