მედიის წარმომადგენლებმა, სიმბოლურად, ნაძვის ხესთან, რომელსაც პარლამენტის წინ ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც აქციების დროს დაშავდნენ

მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ოპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაძვის ხესთან, რომელსაც ამ წუთებშიც ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე დაშავდნენ.
ამავდროულად, მათ ერთმანეთს მოუწოდეს, რომ ნაძვის ხე არ დაეზიანებინათ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა, რუსულ ძალადობას“, „სოლიდარობა მედიას“, „თავისუფლება მედიას“.
აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.
შეგახსენებთ, გუშინ „ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.
აღნიშნულის შემდეგ თბილისსა და რამდენიმე ქალაქში მედიის სოლიდარობის აქციები დაიგეგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია