ცოტა რთულია ამ ვითარებაში რეაგირება, ნიღბებით დადის ყველა, ვისაც არ ეზარება და ადგილი აქვს ასეთი ტიპის ძალადობას.
გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან ბევრი ნიღბიანი, შსს-ს უჭირს რეაგირება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, ვეღარ ხდება იმის გარჩევა, ვინ არის მომიტინგე, ვინ არ არის მომიტინგე და ა.შ.
ამასთან დაკავშირებით, გუშინ ერთგვარი ანონსი გაკეთდა და მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო – ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს პრევენციას ძალადობის წარმართვის დროს.
ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება.
ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს მიღებული შესაბამისი კანონი ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება.