„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულმა გიორგი ახობაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო

აქციაზე დაკავებულმა გიორგი ახობაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი ინფორმაციით, გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, რის გამოც, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა.
„დააკავეს გიორგი ახობაძე, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. გამოაცხადა შიმშილობა. გიორგის ჰყავს ინსულტიანი დედა და სჭირდება მუდმივი ყურადღება“,- წერს ანა ყურაშვილი „ფეისბუქზე“.
არსებული ცნობით, გიორგი ახობაძე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ვარდანაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება CS-ის პროპილენ გლიკოლში გახსნა არ არის სტანდარტული, დაშვებული ან უსაფრთხო მეთოდი ნებისმიერი სახის ძალოვანი სტრუქტურისთვის ან სამოქალაქო გამოყენებისთვის

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძიებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული