ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერც ახალ წელს

მინდა, ყველას ვუთხრა, „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შოთა უტიაშვილმა, „რომლის იდეაც იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს საახალწლო ნაძვის ხის დაწვა დააანონსა“.
„იცით, რომ დღეს დილიდან რუსთაველზე დაიწყო საახალწლო ნაძვის ხის აწყობა. შოთა უტიაშვილმა, მინდა, შეგახსენოთ, ვინ არის შოტა უტიაშვილი – ეს არის ერთ-ერთი „ზონდერი“ ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე, თავის დროზე ის მუშაობდა ვანო მერაბიშვილთან შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი იდეა იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება. მაშინ მოკლეს მერაბიშვილის და „ნაცმოძრაობის” ზონდერებმა ოთხი ადამიანი. სწორედ უტიაშვილის იდეა იყო ამ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება და ამ ადამიანმა შოთა უტიაშვილმა დღეს ნაძვის ხის დაწვა დააანონსა. მინდა, ყველას ვუთხრა შემდეგი „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერც ახალ წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამთა მიქელაძე: კამერას, რომელიც ღონისძიებას იღებდა ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის და მისი ოჯახის, ზოგჯერ პაპუაშვილის სახის გარდა არ ყავდა გმირი. კამერას აღარც კი უცდია, კოლორიტების და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჩვენება