ივა ჭყონია – სახეზეა სახელმწიფოს სრული კოლაფსი – ჩამოშლილია ყველა ინსტიტუტი, სამართალდამცავები საერთოდ აღარ არსებობენ

სახეზეა სახელმწიფოს სრული კოლაფსი. ჩამოშლილია ყველა ინსტიტუტი, სამართალდამცავები საერთოდ აღარ არსებობენ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ივა ჭყონიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ „ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც სცემეს, რიგითი „ანწუხელიძე იყო“.
ივა ჭყონიას თქმით, საქართველოს რუსული რეჟიმი მართავს.
„გუშინ ჩემი თვალით ვუყურე, როგორ მოუძღოდა საპატრულოს ორი ეკიპაჟი იმ ბანდფორმირებებს. სამწუხაროდ, 90-იანი წლები ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ თამაშის რაღაც წესები არსებობდა, დღეს სახეზეა სრული თავგასულობა. გუშინ რასაც ვუყურე, ჟურნალისტს, ოპერატორს როგორ მოექცნენ, ოპერატორი გუშინ იყო რიგითი ანწუხელიძე, როგორც ანწუხელიძეს ფეხებით შედგნენ, სცემეს და ცემაში მოკლეს, ეს უნდათ. რუსული რეჟიმი გვმართავს! ახლა, ვინც ჩუმად დგახართ, ხელებს ურტყამთ „ფეისბუქზე“ და სისულელეებს „პოსტავთ“, ვინ უნდა გამოიძიოს, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ? როდემდე უნდა „გაბოლონ“, რა ტრამპი, რის ტრამპი, ვინ აღიარებთ ამათ? გამოდით, ყველა დავდგეთ ერთად, ვერავის შეგვაშინებენ. ეს ბანდფორმირებები არიან 50-100 კაცი, ჩვენ ვართ 100 ათასი“,-განაცხადა ჭყონიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე: 21-ე საუკუნეში, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე, მეცნიერებაზე, განათლებასა და კოსმოსის ათვისებაზე მუშაობს, საქართველოში კვლავ ქუჩური კანონებით, კრიმინალური ავტორიტეტებითა და “ძველი ბიჭობის” რომანტიზებით ვამაყობთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მტერი თუ იკადრებს იგივეს, მაშინ ვერავინ გააჩერებს “ოცნების” ვაჟკაცებს სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს ცემით სულს არ ამოხდიან. მერე კი, დიტო სამხარაძე ისევ ნაცების გინებას გააგრძელებს, ოღონდ, ამჯერად უკვე კრემლის აივნიდან