ცნობილია, იქნება თუ არა კვარაცხელია “ლაციოსთან” ძირითად შემადგენლობაში?

დღეს, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში “ნაპოლი” “ლაციოს” უმასპინძლებს.
გუნდები ერთმანეთს გასულ კვირას კოპა იტალიაზე დაუპირისპირდნენ, სადაც რომაელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს.
აღნიშნული შეხვედრა “პარტენოპეის” გარემარბმა მ სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
Areanapoli-ს ცნობით, ამჯერად ქართველი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს და მეტოქის საჯარიმოსთან ხიფათის შექმნას რომელუ ლუკაკუსთან და მატეო პოლიტანოსთან ერთად შეეცდება.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.