ზელენსკისა და ორბანს შორის მოკლე საუბარი შედგა არგენტინაში

არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, უკრაინის პრეზიდენტ ს მოკლე საუბარი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანთან.
კადრები არგენტისნი სტელევიზიით გავრცელდა. უნგრეთის პრემიერისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისს განცხადება არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ არგენტინიდან ვოლოდიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელმაც ორბანს პარიზში უმასპინძლა.
, ისევე როგორც მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ცდილობდნენ მიეღწიათ კონსენსუსისთვის უნგრეთთან, რომელიც ევროკავშირის სამიტის წინ სთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ჩაშლით იმუქრება.
14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამისათვის კი 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
თუმცა ამ დროისთვის უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება უნგრეთი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს განცხადებით, „უკრაინა ახლა ევროკავშირისგან ძალიან შორსაა“.
უკრაინის პრეზიდენტი არგენტინის შემდეგ შეერთებულ შტატებში ჩავა, სადაც სამშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართავს შეხვედრას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?