საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთიდან ეხმაურება ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ცემის ფაქტებს

საფრანგეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე ეხმაურება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
მათ შორის, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტებს.
მან სოციალურ ქსელში ორი პოსტი გამოაქვეყნა:
„ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ – ძალადობა და სასტიკი ცემა იმ ჟურნალისტებისა, რომლებიც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებენ“, – წერს ის X-ზე და ამით ეხმიანება 7 დეკემბერს, ტვ პირველი ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტს.
პლატფორმა X-ზე წერს ოპოზიციური პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისზე თავდასხმისა და პოლიტიკოსებისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ცემის შესახებ:
„რუსული რეჟიმი თბილისში ბრუნდება ღამით სამუშაოდ. მშვიდობიანი მოქალაქეების დევნა ქუჩებში, როდესაც ისინი ტერორს გაურბიან, პოლიტიკოსების, მედიისა და ხელოვანების მიზანში ამოღება, ოპოზიციური პარტიების ოფისების კარის მტვრევა, თავდასხმა და პოლიტიკოსების მიმართ სასტიკი მოპყრობა“.
საქართველოს პრეზიდენტი 7 დეკემბერს პარიზში გაემგზავრა. ის შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენს, ემანუელ მაკრონსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად.
საქართველოს პრეზიდენტი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიალზე მიესალმა პარიზში ჩასულ -ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც.
საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც 7 დეკემბერს საღამოს გაიმართა, მსოფლიოს 30 სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩავიდა, მათ შორის არიან ბრიტანეთის პრინცი უილიამი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ელონ მასკი და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა