ილონ მასკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს შეხვდა.
ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად წერს.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა ილონ მასკთან საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში“, – წერს პრეზიდენტი.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ილონ მასკი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა.
ცნობისთვის, დღეს საღამოს პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი ღონისძიების ფარგლებში -ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პირველ პირ ემანუელ მაკრონს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა