ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმი განლაგდა – ადგილზე დააყენეს წყლის ჭავლის მანქანებიც

პარლამენტთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც.
ამასთან, ადგილზე კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ხოლო მათ უკან მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.
სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
პროტესტის მონაწილეები მათ მიმართავენ შეძახილებით, რომ ისინი მოქალაქეებს უნდა იცავდნენ.
რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ მდგომარეობას, იქაც განლაგდა სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს