ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე თავდამსხმელები არიან სახელმწიფოს მტრები – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბანდფორმირებების მიერ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე და მოქალაქეებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. ამის გამკეთებელი პირები არიან ქართული სახელმწიფოს მტრები.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელონ რეაგირება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა”, – წერს დავით გაბაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი – გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა – როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს