მოქალაქე ნინი ჯალაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ბექა ყორშია გაიტაცეს. ის ბოლოს ელბაქიძეზე შენიშნეს, შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების დარბევის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს.