იუსტიციის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ICC-ს განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის საკითხში.
მინისტრის თქმით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების დაცვასა და ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.
„რატი ბრეგაძემ სილვია ფერნანდეს დე გურმენდთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ICC-ის დამფუძნებელი წევრი სასამართლოს აქტიური მხარდამჭერია. კერძოდ, ყოველთვის მონაწილეობს სესიებში, საერთო დებატებსა და დისკუსიებში. მიმდინარე წელსაც საქართველო აქტიურად იყო ჩართული ICC-ის ახალ მოსამართლეთა არჩევნებში.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების ორდერების დროულად აღსასრულებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა წევრი სახელმწიფოების აქტიურ ჩართულობას ენიჭება.
შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს