„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეთავაზება მათთვის მიუღებელია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები არხის ხელმძღვანელობის შემოთავაზებებს არ თანხმდებიან. მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება სამოქმედო გეგმა.
როგორც აქციის მონაწილეებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, არხი მენეჯმენტის გადადგომაზე მათ მოთხოვნას არ თანხმდება, თუმცა გარკვეული შეთავაზება აქვს.
„შემოთავაზება არის ის, რომ „პრაიმ ტაიმში“ ეთერი 22:00 საათზე გაგრძელდება იქამდე, სანამ კრიზისი ქვეყანაში არსებობს, ოღონდ იმ დათქმით, რომ პარიტეტი იქნება დაცული და განსხვავებული პოზიციის ადამიანებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად მიიღონ გადაცემაში მონაწილეობა. მეორე საკითხი არის მენეჯმენტის ვასილ მაღლაფერიძის, თინათინ ბერძენიშვილის გადადგომის საკითხი. ამის თაობაზე მათი პასუხი არის უარი. ცხადია, ჩვენი მხრიდან არ იყო არაფერი გაჟღერებული, რომ რაიმეზე ვთანხმდებით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განათლების პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა