მედია: POSTV რობინ დანიგანის სახელით ყალბ ციტატებს ავრცელებს

განახლება 05/12/2024: POSTV-ის საინფორმაციო ბარათი, რომელზეც ს ყალბი ციტატაა დატანილი, 4 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა საკუთარ ანგარიშებსა და ჯგუფებშიც გაავრცელეს (1;2;3;4). არქივის ბმულები (1;2;3;4).

4 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიამ POSTV ფეისბუქზე გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის სამი ციტატა (123). ყველა მათგანში ელჩი მიმდინარე პროტესტისას დემონსტრანტების მიერ ვანდალიზმისა და ინფრასტრუქტურის განადგურების, ჟურნალისტებსა და სამართალდამცავებზე ძალადობის შემთხვევების გამო შეშფოთებსაც გამოთქვამს. მედია პოსტებს თან ურთავს აღწერას: “ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.” ელჩის ციტატაზე გამოხმაურებით ჩანს, რომ მომხმარებლების ნაწილი მათ რეალურად აღიქვამს და სჯერა, რომ ელჩმა მომიტინგეების მხრიდან ძალადობა დაგმო.

ვრცლად