პუტინისთვის საქართველოს ინტერესების მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების შესახებ.
მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს „მათ წინააღმდეგ, ვისაც ქვეყანა სკენ მიჰყავს“.
„საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს“, – აცხადებს 5 დეკემბერს X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
იგი მსგავსი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს:
„მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში – როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა და, ზოგადად, ყველამ, ვინც პატივს სცემს ქვეყნების დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას“, – ამბობს ის.
რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, სა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას.
ზელენსკის განცხადებით, სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია.
სანქციები ეხებათ:
· ბიძინა ივანიშვილს
· პრემიერ-მინისტრ ირაკლი
· მის მამას, გიორგი ს,
· თბილისის მერ ს,
· საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ს,
· იუსტიციის და კულტურის ყოფილ მინისტრს, დეპუტატ თეა წულუკიანს,
· სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს,
· შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს,
· უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძეს,
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს და
· ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს
· ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს
· ტელეკომპანია „იმედის” მფლობელ ირაკლი რუხაძეს
· კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელ კახა ბექაურს
· რეჟისორი გიორგი ხაინდრავას
· ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს
· სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძეს
· დიმიტრი სამხარაძეს (პარლამენტარს)
· მის კოლეგა ვიქტორ ჯაფარიძეს.
საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის ხელყოფისთვის 2 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს და -ს 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის და ნატოს წევრმა ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ. მათ ამ პირებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
უკრაინის და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობები დიდი ხანია შეყვეტილია. ამასთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პერიოდულად კონტაქტი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ