“გაიფიცე” – კულტურის სფეროს წარმომადგენლები 16:00 საათზე რუსთაველის თეატრის წინ იკრიბებიან

ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი გრძელდება. გაფიცული კულტურის სფეროს წარმომადგენელები დღეს 4 საათზე რუსთაველის თეატრთან ეპატიჟებიან ყველას, ვისაც ქვეყანაში კონსტიტუციური სამართლის აღდგენა უნდა.
ხელოვანები, თავიანთი სფეროს წარმომადგენლებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
მსახიობი ონისე ონიანი სახელმწიფო თეატრში მომუშავე ადამიანებს მიმართავს, არ შეეშინდეთ და მკაფიოდ გამოთქვან თავიანთი სათქმელი.
რამდენიმე ადამიანმა გამოვთქვით სურვილი, რომ ჩვენ არ გვეთამაშა. იმიტომ, რომ ახლა არ არსი ის დროა რომ ვითამაშო, ჩავიცვა ლამაზი კოსტიუმი, გამოვიდე მაყურებლის წინაშე, ვიცინო, ვიმღერო, როცა რა დღეში აგდებენ ახალგაზრდებს. სახელმწიფო თეატრებში ვინც მუშაობთ, ნუ შეგეშინდებათ იმისი, რომ ხმა ამოიღოთ, ხმამაღლა თქვათ თქვენი სათქმელი, გაიფიცეთ ეს გადამდები უნდა იყოს ყველასთვის”, – ამბობს ონისე ონიანი.
რეჟისორ პაატა ციკოლიას თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ ჩატარდება ახალი სამართლიანი .
ყველა 4 საათზე რუსთაველის თეატრის წინ დღეს, შევიკრიბებით პროტესტები ყოველდღე გაიმართება სულ ახალ-ახლი ფორმით და გაიფიცება ყველა, პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი. დარწმუნებული ვარ გავაჩერებთ ამ ქვეყანას, სანამ არ მივიღებთ კონსტიტუციურ წესრიგს, სანამ არ მივიღებთ მშვიდობას, სანამ არ მივიღებთ იმას, რაც პრეზიდენტმა ბრძანა ახალ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს”.-ამბობს პაატა ციკოლია.
შეგახსენებთ, გუშინ 4 დეკემბერს კულტურის სფეროს წარმომადგენლების მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. გაფიცვას ამ დროისთვის “სამეფო უბნის” თეატრიც და ს დრამატული თეატრის 56 თანამშრომელი შეუერთდა.
გაფიცულთა შორის არიან:
· ნათია ბუნტური;
· ნინო კასრაძე;
· კახა კინწურაშვილი;
· ნანა ბუთხუზი;
· გიორგი ცხადაძე;
· ბექა ხაჩიძე;
· თამარ ოხიკიანი;
· მანუ თავაძე;
· ნატუკა კახაძე;
· მარიამ ნადირაძე;
· ანდრო ჭიჭინაძე;
· მაიკო გელოვანი;
· ნატალი გაბისონია;
· გივიკო ბარათაშვილი;
· პაატა ინაური;
· თუთა ოქროპირიძე;
· გიორგი ბახუტაშვილი;
· ვანო თარხნიშვილი;
· ირაკლი ჩხიკვაძე;
· ანანო გულედანი;
· ირაკლი ჩხიკვაძე;
· ანუკა გრიგოლია;
· ნუცა თოფურია;
· გიორგი თორაძე;
· ეკა დემეტრაძე;