– ბოროტი დიქტატორის მიერ სამართლიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების დაკავება ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია

ბოროტი დიქტატორის მიერ სამართლიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების დაკავება ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრძანებების გამცემმა და შემსრულებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ხალხის პროტესტს ვერ შეაჩერებენ.
„ბრძანების მიმცემმაც და შემსრულებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ასე ვერ შეაჩერებენ ხალხის პროტესტს და კიდევ უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი გამოვა ქუჩაში.
ახლა მთავარია ეს ახალგაზრდები არ დავტოვოთ მარტო და ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერი გავაკეთოთ მათი დროული გათავისუფლებისთვის.
ჩვენ ყველა ვდგავართ მათ გვერდით და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე!
რეჟიმი სუსტდება, ახლა მთავარია ნაადრევად არ შევწყვიტოთ წინააღმდეგობა” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე