თამო კეშელავა: თუ მასთან ტრუსის ფერზე მეტი პრეტენზია არ გაქვთ – ესე იგი, მოგწონთ, ქოცებო, და არ იცით

“კალაძე ტრუსების რეკლამაშიც მინახავს, წითელ შარვალშიც, კინტო შარვალშიც, მამუკა მდინარაძის კოჭი მაქვს ნანახი, თან ტიტველი, და არასოდეს, არასოდეს არ დამიდია მსგავსი ფოტო როგორც მტკიცებულება რამის.
გარეგნობით, ჩაცმით ადამიანის შეფასებაზე ძონძი არაფერი ვიცი.
გვარამიას ტრუსზე ისეთები ღლიცინებენ, ცუდად გავხდი.
მე არ ვარ გვარამიას ამომრჩეველი და არც ვიქნები.
მე მაქვს მასთან კითხვები, რაღაცეები არ მომწონს, რაღაცეები მახსოვს, და ჩემი პრეტენზიები მის ტრუსთან არაფერ კავშირშია.
თუ მასთან ტრუსის ფერზე მეტი პრეტენზია არ გაქვთ – ესე იგი, მოგწონთ, ქოცებო, და არ იცით.
თუ თქვენი პრეტენზია იმაზეა დამოკიდებული, დაინახავთ, თუ არა, მის ტრუსს და ელოდებით, გამოუჩნდეს, თქვენ გიყვართ ეგ კაცი და არ იცით.
საერთოდაც, ეს ტრუსში, საწოლში, ტელეფონში ჩაძრომის სურვილი რით ვერ დაძლიეთ?
გვარამია დააკავეს ადმინისტრაციული წესით, თუმცა, მძიმე მუხლიც რომ იყოს, მოგეწონათ დაკავების კადრები?
ეს გგონიათ ნორმალური?
გგონიათ, ამდენმა კაცმა ცემის გარეშე ვერ დააკავა?
გგონიათ გათიშული ადამიანი უნდა წაათრიონ და სასწრაფოში არ დარეკონ ჯერ?
გგონიათ, ფეხშიშველი უნდა ატაროთ ადამიანი ქუჩა-ქუჩა?
აბა, მიშას ტრუსის ფერი არ მოგეწონათ?
და ივანიშვილს თქვენი მოსაწონი ფერის ტრუსები აქვს?
თქვენი ახლობელი რომ ცემონ ასე დაკავებისას, გონსაწული წაათრიონ, ადმინისტრაციულით დაკავებული, სასწრაფო არ მიიყვანონ ადგილზე, ისე და ფეხშიშველი ატარონ ქუჩა-ქუჩა – მოგეწონებათ?
გააჩნია რა ფერის ტრუსი ეცმევა?
ჰა, რომლის ქმარი ეტანება ნარკოტიკს?
რომლის მეგობარი ჩხუბობს ხოლმე?
რომლის ახლობელი ჯდება საჭესთან ნასვამი?
დაფიქრდით, რამდენი თქვენი ახლობელი არღვევს კანონს და თქვით, გინდათ ასე მოექცნენ?
აპ, აპ, არა, მე არ მითხრათ, დაურეკეთ ამ თქვენ ახლობელს, ჯობია მიხვიდეთ, თვალებში ჩახედოთ და უთხრათ: – მინდა, ათმა პოლიციელმა გცემოს, გონების დაკარგვამდე, მერე სასწრაფო არ გამოიძახოს, გათრიოს და ფეხშიშველი გატაროს ქუჩა-ქუჩა.
და ხო, თქვენი ბიჭების წითელი ტრუსების გაფენა არ დაგავიწყდეთ ამეღამ, თქვე ტრუსმოყვარულებო და ფერთმოძულეებო”,  – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ